ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
ვერძი
საქმიან სფეროში კონკურენცია იჩენს თავს, თუმცა, წარმატება თქვენს მხარესაა. მოეშვით, მოდუნდით და ეცადეთ, საღამო საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
კურო
აქტიურდება შემოქმედებითი სფერო და სასიყვარულო საკითხები, შედეგებიც სასიკეთოა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა ოპტიმიზმით აგავსებთ და გაგახალისებთ.
ტყუპები
სარეკლამო საქმიანობისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია, კარგი დროა ექსპერიმენტებისთვის, სასიკეთო და წარმატებულიც შეიძლება იყოს თქვენი ემოციების ფურცელზე გადატანა. გაწერეთ სამომავლო გეგმები.
კირჩხიბი
შესაძლოა, დღეს დაგეგმოთ მოგზაურობა, შესაძლოა, ასევე, სარფიანი გარიგება და ხელშეკრულების დადება მოგიწიოთ უცხოელ პარტნიორებთან ან წამოიწყოთ ახალი პროექტი.
ლომი
არ გამოგეპაროთ სამყაროს მინიშნებები, აიმაღლეთ განწყობა, იზრუნეთ გარეგნობაზე და კომფორტული გარემოს შექმნაზე, იყავით კეთილგანწყობილი და ლაღი.
ქალწული
სამსახურში საქმისადმი ენერგიული და პროფესიონალური მიდგომა წარმატებას მოგიტანთ. გადაანაწილეთ საკუთარი ძალები გონივრულად და ძალიან ნუ გადაიტვირთებით.
სასწორი
ნუ მოდუნდებით, იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. ნურავის ნურაფერს აუხსნით, რადგან თქვენს ირგვლივ კონსერვატიული ადამიანებისთვის თქვენი კეთილშობილური ქმედებები ცოტა გაუგებარია.
მორიელი
შესაძლოა, სამსახურში განვითარებული მოულოდნელი სიტუაცია ზოგიერთმა კოლეგამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ხელში აიღოს საქმის სადავეები, ნუ აღელდებით, მალე ყველაფერი ძველებურ რეჟიმში გადავა და დალაგდება.
მშვილდოსანი
დიდად დაგიფასდებათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათ მიმართ გამოხატული ყურადღება, მათ გვერდით ყოფნა და საქმეებში მხარდაჭერა იოლად გადაგაჭრევინებთ ნებისმიერ პრობლემას.
თხის რქა
შესაძლებლობა გაქვთ, დატკბეთ სასიამოვნო სიახლეებით. გაინებივრეთ თავი, გაისეირნეთ ბუნებაში, იმხიარულეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.
მერწყული
კარგი დროა საქმიანი გარიგებებისთვის, ახალი შენაძენისთვის, აირჩიეთ რაიმე საინტერესო საქმიანობა და შეუთავსეთ სასარგებლო და სასიამოვნოს. პირად ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ.
თევზები
შესაძლოა, ძველი პრობლემური სიტუაციები დალაგდეს, გაუმჯობესდეს, ან ახალი საქმეც კი დაიწყოთ. შეუდექით საქმეს გულმოდგინებით და მიიღეთ პროცესით სიამოვნება.