,,7 და 8 აპრილს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით'' - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც სავსემთვარეობა განსაკუთრებით იმოქმედებს

ასტროლოგია

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ზოდიაქოს იმ ნიშნებს ასახელებს, რომლებსაც დღევანდელი სავსემთვარეობა განსაკუთრებით შეეხებათ:

,,6 აპრილს საქართველოს დროით 08:34 საათზე გვაქვს სავსემთვარეობა სასწორის ზოდიაქოში.
აკონტროლეთ ემოციური ფონი, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

ეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ გარემოში. 
არ შეხვიდეთ კონფლიქტში.

5,6,7,8, აპრილს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ელექტროობასთან და დაიცავით უსაფრთხოების ზომები.
ასევე, ნუ მიიღებთ წამლებს ან რაიმე სახის ძლიერ მედიკამენტებს თუ განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

არ გირჩევთ, ქირურგიულ ჩარევებს ან რაიმე სახის ინექციებს. შესაძლოა, ის შედეგი ვერ მივიღოთ, რა მოლოდინიც გვაქვს.

განსაკუთრებით შეეხებათ:
•სასწორებს 
•ვერძებს 
•კუროებს 
• მორიელებს 
•თხის რქებს 
•კირჩხიბებს 
კარგი დღეა მედიტაციისა და წმენდებისთვის.
 გისურვებთ ბედნიერებას და სიმშვიდეს!", - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.