1751996877
7-13 ივლისი: რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
7 ივლისი
ეს დღე იდუმალებითაა სავსე. მოვლენები შესაძლოა ბუნდოვნად და გაურკვევლად განვითარდეს. სიმართლის ძალით გარკვევას ნუ შეეცდებით. ზოგჯერ უკეთესია, ყველაფერი თავის დროზე გამჟღავნდეს.
8 ივლისი
ეს დღე ურთიერთგაგების, სითბოსა და გულწრფელი ზრუნვის დროა. თუ უკვე მიღებულ სიკეთესა და მხარდაჭერას ღირებულებას მიანიჭებთ. გულითადი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ვინმეს ბედნიერება აჩუქოთ - ეს ენერგია თქვენც ორმაგად დაგიბრუნდებათ.
9 ივლისი
საკუთარ თავთან მუშაობის დროა. შეიძლება, თავი დამძიმებულად იგრძნოთ, უხასიათობამ შეგაწუხოთ, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ დროა, თქვენი ემოციები გაიგოთ. ნუ უგულებელყოფთ უხასიათობასა და უმოტივაციობას. იყავით გულწრფელი თქვენი თავის მიმართ. განიტვირთეთ, რაიმე სასიამოვნო გააკეთეთ, საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით. მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ.
10 ივლისი
ამ დღეს ინტუიცია თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პირველ რიგში, შინაგან ხმას ენდეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდეთ...ვრცლად