5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, გაქვთ შანსი, აღადგინოთ ძველი ურთიერთობები და თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ახლა ყველაფრის გამომზეურება საჭირო არ არის.

კურო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები და სურვილები, ამით თქვენი ავტორიტეტიც აიწევს და ერთგულ ადამიანებსაც მოიზიდავთ.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს ძველსა და ახალს შორის არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ, კარგად დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის და გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ.

კირჩხიბი

იმისათვის, რომ კოლეგებთან და ახლობლებთან ჰარმონიული კავშირი გქონდეთ, სასურველია, თქვენი გეგმები მათ სურვილებს შეუხამოთ, იპოვეთ „ოქროს შუალედი“ ეს წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

შესაძლოა, ახალ ნაცნობობას სერიოზული განვითარება მოჰყვეს. შესაძლოა, თქვენგან მოვლენების დაჩქარება მოითხოვონ და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაც მოგიწიოთ.

ქალწული

იყავით ადეკვატური და თავი დაანებეთ თამაშს, იყავით ის, ვინც ხართ და მიიღეთ სხვა ადამიანებიც და ოჯახის წევრებიც ისეთებად, როგორებიც არიან.

სასწორი

გამოიჩინეთ გონიერება პირად ურთიერთობებში და დააფასეთ ის ზრუნვა და ყურადღება, რასაც თქვენს მიმართ იჩენენ. ზედმეტმა პრეტენზიებმა შესაძლოა, სავალალო შედეგები მოგიტანოთ და მარტო დარჩეთ.

მორიელი

დროა, სერიოზულად დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე და მასში ცვლილებები შეიტანოთ. ნუ ცდილობთ დამალოთ თქვენი გრძნობები და სურვილები. სწორედ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თავი დააღწიოთ გაუგებრობებს. ძალას შეგმატებთ ახალი ფინანსური შემოსავალი. თქვენს პროფესიონალიზმსა და იდეებსაც შექება და ავტორიტეტის ზრდა მოჰყვება.

თხის რქა

თქვენი კონკურენტები თვალს გადევნებენ. შესაძლოა, ინტერესით თქვენს პირად ცხოვრებასაც აკვირდებოდნენ. შეეცადეთ, არ გათქვათ გეგმები და მიზნები.

მერწყული

სიჯიუტე, არაკორექტული ფრაზები და უხეშობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიან იმიჯზე და ხელს შეუშლის უნარების გამოვლენას.

თევზები

პრობლემების მოგვარებაში დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები. ნუ აჰყვებით ეჭვებს, რადგან მატულობს გაუგებრობების ტალღა. იზრუნეთ და იყავით გულისხმიერი ოჯახის წევრების მიმართ.