პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მთვარის მე-7-8 დღე. წარსულმა შესაძლოა, ეს დღე დაამძიმოს. გახსოვდეთ, სანამ ხელახლა დაიწყებთ ძველ ურთიერთობას, კარგად გააანალიზეთ, რატომ დაშორდით ადრე. მაღალია კონფლიქტის ალბათობა ყველა მიმართულებით, ამიტომ, აკონტროლეთ სიტყვები.
ამ დღეს, ბევრი ისაუბრეთ ფულზე, ამით მოიზიდავთ ფინანსურ ენერგიას.
ვერძი
თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან, განსაკუთრებით კი ფრთხილად იყავით სხვის ფულთან. გონივრულად გამოიყენეთ საკუთარი ფინანსებიც და ნუ შეიძენთ ისეთ ნივთებს, რომელიც, რეალურად, არ გჭირდებათ.
კურო
აკონტროლეთ ფინანსები, არ ღირს სარისკო საქმეში ინვესტირება. გადადეთ სამომავლოდ მასშტაბური ფინანსური ოპერაციები და კონცენტრირდით მიმდინარე სამუშაოზე.
ტყუპები
სამსახურში, აქტიური და ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა, დიდ საქმეებთან შეჭიდება მოგიწიოთ, თქვენი არასტანდარტული იდეები დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, სავარაუდოდ, თქვენს კარიერულ წინსვლაზე სასიკეთოდ აისახება. ახლა თქვენ შეძლებთ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
ლომი
ფრთხილად ცდუნებებთან, ყურადღებით აკონტროლეთ სიტუაცია, რათა არ აღმოჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში.
ქალწული
იფიქრეთ მომავალზე, დაისახეთ ახალი მიზნები. ამასთან, მეტი დრო დაუთმეთ გონების დასვენებას.
სასწორი
დღეს შესაძლოა, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვასა და მსხვილ საყიდლებს.
მორიელი
შესაძლოა, გაჩნდეს ახალი პროექტის იდეა, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ, არ არის გამორიცხული, სწორედ ამ პერიოდში შეიძინოთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
მშვილდოსანი
დღეს, შესაძლოა, თქვენი კარიერული წინსვლისთვის მტკიცე ნიადაგი შეიქმნას. აკონტროლეთ ემოციები და გამონათქვამები.
თხის რქა
ობიექტურად შეაფასეთ ნებისმიერი სიტუაცია და ეცადეთ, გააკეთოთ სწორი არჩევანი, ნუ შეეცდებით სხვებს დაანახოთ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
მერწყული
ზედმეტი თავდაჯერებულობა და ხელგაშლილობა კარგს არაფერს მოგიტანთ, ერიდეთ უსარგებლო ხარჯებს.
თევზები
თუ შინაგანი შფოთი გაქვთ, თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, დაფიქრდით, იქნებ კარგი იყოს დასვენება ან სხვა სამსახურის მოძიება.