პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვერძი
ნუ ჩაერთვებით საეჭვო, ავანტიურულ გარიგებებსა და საქმეებში, დაეხმარეთ კოლეგებს სამსახურში, მაგრამ ნურავის მისცემთ უფლებას, თავისი გეგმებისთვის გამოგიყენონ. ფრთხილად, მაცდუნებელ წინადადებებთან!
კურო
აკონტროლეთ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ნუ აჰყვებით შფოთს და ნეგატიურ ემოციებს რათა თავიდან აიცილოთ ბევრი პრობლემა. ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
ტყუპები
თქვენი ახალი პროექტები და ჩანაფიქრი ბევრ მხარდამჭერს შეგძენთ და მრავალ საინტერესო შემოქმედებით წინადადებასაც მიიღებთ. შესაძლოა, თქვენმა იდეებმა კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, თქვენი საქმიანობა ფულადი ან სხვა განსაკუთრებული ჯილდოთი წახალისდეს. თქვენი იდეები არა მარტო გამოგარჩევთ, არამედ, აღიარებასაც მოგიტანთ.
ლომი
პირად ცხოვრებაში ურთიერთობები სასურველი გზით ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის იმდენად მტკიცე, რომ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ.
ქალწული
სასურველია, შეცვალოთ თქვენი შეხედულებები მიმდინარე მოვლენებისა და სიტუაციების მიმართ. მოუსმინეთ თქვენს ოპონენტებს, შეეცადოთ, გაუგოთ მათ და გაითვალისწინოთ მათი მოსაზრებები.
სასწორი
არ მოადუნოთ ყურადღება მოწინააღმდეგეთა მიმართ, ეცადეთ, ჩუმად იმოქმედოთ და როცა საჭიროა, დროულად შეჩერდეთ, რათა თავი აარიდოთ დაბრკოლებებს და გამარჯვებაც იზეიმოთ.
მორიელი
ირგვლივ უამრავი ადამიანი ტრიალებს, განეწყვეთ ოპტიმისტურად, თქვენ შეძლებთ, მოიზიდოთ ღირსეული მოკავშირეები და დაიწყოთ საკმაოდ პერსპექტიული პროექტის რეალიზება.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია, მიიღოთ მეტად დროული საქმიანი შემოთავაზება და გადაჭრათ თქვენი ფინანსური პრობლემები. ელოდეთ მეტად მნიშვნელოვან დავალებებს და შორეულ მგზავრობას.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ და ამბიციამაც შემოგიტიოთ. არ აჰყვეთ ჭორებს, თამამად განაგრძეთ გზა დასახული მიზნისკენ.
მერწყული
პარტნიორებთან საქმიან შეხვედრებს ელოდეთ. დღეს, გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
თევზები
მხოლოდ პოზიტიური განწყობით შეძლებთ კომუნიკაციის დამყარებას ირგვლივ მყოფებზე, დღეს, შანსი გაქვთ, ახლობლებთან ძველი უთანხმოებები მოაგვაროთ. ნუ გაფანტავთ დროსა და ენერგიას ყოველდღიურ წვრილმანებზე.