25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

მშვიდი, რუტინული დღეა, ეცადეთ თავი შეიკავოთ სხვადასხვა სახის კამათისგან. იზრუნეთ საკუთარი განწყობის ამაღლებაზე. კარგი დღეა, დროის მეგობრებთან გატარებისთვის.

კურო

საქმიანი კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მიენდეთ თქვენს ინტუიციას, მიჰყევით დაწყებულ პროექტებს. დასვენება აუცილებელია.

ტყუპები

საახალწლო სამზადისში მოგიწევთ ჩართვა, საყიდლები, საჩუქრები... ეცადეთ, ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ მნიშვნელოვანი საკითხები.

კირჩხიბი

ნუ იქნებით მკაცრი, ეცადეთ, დააბალანსოთ ემოციები. მოეშვით, დაისვენეთ, ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

ლომი

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, მაგრამ, ამავე დროს, ნუ გაფლანგავთ თქვენს დროს არაფრისმომცემ საქმიანობასა და უსარგებლო საუბრებში. დაიცავით ზომიერება.

ქალწული

შესაძლოა, აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მოგიწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, ეს კი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, შესაძლოა, ცუდად აისახოს, მთავარია, გააკეთოთ არჩევანი, ნუ დატოვებთ სიტუაციას გაურკვევლად.

სასწორი

გარემოში არსებულმა ქაოსმა და დაპირისპირებებმა, შესაძლოა, თქვენზეც მოახდინოს ზეგავლენა, ეცადეთ, მინიმალურად ჩაერთოთ კამათსა და გაუგებრობებში. დაისვენეთ და იზრუნეთ ემოციურ ბალანსზე.

მორიელი

წარმატებული დღეა ნებისმიერ სფეროში იმ პირობით, რომ უნდა დაიცვათ სამართლიანობა. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად ეცადეთ დღე მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. არ არის სასურველი მგზავრობა, შეხვედრების დანიშვნა. დაისვენეთ და დრო თქვენს თავს მიუძღვენით.

თხის რქა

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, შრომა ნაყოფს გამოიღებს, თუმცა, უნდა მისცეთ თავს დასვენებისა და მოშვების საშუალება. საღამოს განიტვირთეთ.

მერწყული

დაიცავით წონასწორობა, ნუ აჰყვებით ჭორებს და გამაღიზიანებელ კომენტარებს. კონცენტრირდით თქვენს საქმეებსა და საახალწლო საკითხების მოგვარებაზე.

თევზები

თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებისგან, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.