24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 23-24-ე დღე. ემოციური იმპულსებით დაწყებული საქმეები მხოლოდ აურზაურსა და ეიფორიას შექმნის. ახალი მასშტაბური პროექტების დაწყება სჯობს, გადადოთ ხვალისთვის, დღეს კი დაუმთავრებელი საქმეები მოაგვარეთ. 

სრული პასიურობა არასასურველია - ამ შემთხვევაში, მთვარისა და მარსის მდებარეობა წაახალისებს უსიამოვნო მოგონებების მოზღვავებას და რთული გახდება ემოციური ბალანსის შენარჩუნება.

ვერძი

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. წარმოქმნილი გარემოებები ვერძებს აიძულებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კურო

შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. გადააფასეთ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა, არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეთ.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, კარგი იქნება პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება, აიმაღლეთ განწყობა. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.

კირჩხიბი

ნუ მიეჯაჭვებით წარსულს და ნუ ჩაეძიებით განვლილი ცხოვრების შეცდომებს. შეიტანეთ ყოველდღიურობაში ნათელი ფერები და იყავით მეტად ოპტიმისტური.

ლომი

შესაძლოა, არაადეკვატური რეაქცია გქონდეთ გარკვეულ საკითხებზე, არ არის გამორიცხული განმარტოების სურვილიც გაგიჩნდეთ. შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია.

ქალწული

ის რაც ადრე ძალიან მოგწონდათ, ახლა შესაძლოა, ძალიან მოსაწყენად და ნაცრისფრად მოგეჩვენოთ. გახალისდით, ეცადეთ, ცვლილებები შეიტანოთ ყოველდღიურობაში.

სასწორი

კარიერული კუთხით, საკმაოდ ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, დიდი ხნის სურვილიც აისრულოთ.

მორიელი

სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ყურადღება მიაქციეთ ფსიქოემოციურ სტაბილურობას, სწორედ მასზეა დამოკიდებული თქვენი იმუნური სისტემის მდგრადობა.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია, კონფლიქტური სიტუაციები. შესაძლოა, მოგიწიოთ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

თხის რქა

დღეს, დიდია ალბათობა, ძალიან გაღიზიანდეთ. რაც უფრო მეტად აჰყვებით ნერვებს, მით უფრო გააღრმავებთ კონფლიქტს. კარგი იქნება, თუ მეგობრებს გაუმხელთ თქვენს პრობლემებს, ისინი დაგეხმარებიან გაუგებრობების მოგვარებაში.

მერწყული

კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ, დიდი შანსია აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელსაც აქამდე ეძებდით.

თევზები

თევზებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს დღე თავიანთი პროექტების დასასრულებლად. მაღალია ემოციური ფონი, ამიტომ, გააკონტროლეთ ქმედებები.