22 სექტემბერი საკრალური დღეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დროს - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

ცაგარელი - ბუნიობა

2024 წლის 22 სექტემბერს, როცა დღე და ღამე თანაბარი გახდება, დადგება შემოდგომის ბუნიობის დრო. ეს დღე, ისეთივე უძველესი, როგორც თავად დედამიწა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „შუადღეში“ შემოდგომის ბუნიობის შესახებ საუბრობს. თუ  რატომ არის 22 სექტემბერი საკრალური დღე.

მისი თქმით, ამ დროს იხსნება პორტალი და მოდის არნახულად სასიკეთო ენერგია.

„ადამიანმა ეს უნდა გამოიყენოს. ეს საუკეთესო დროა შერიგებისთვის, პატიებისთვის. თუ გინდათ მავნე ჩვევებს დაანებოთ თავი, ეს პერიოდი ამისთვისაც საუკეთესოა. ეს სასიკეთო ენერგია გეხმარებათ. ეს არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დრო. ამ დროს ოდითგანვე ადამიანები ლოცულობდნენ, ოცნებობდნენ და კარგ საქმეებს აკეთებდნენ. ეცადეთ, 22 სექტემბერს სიკეთე და კარგი საქმეები აკეთოთ. განახორციელეთ თქვენი სურვილები და აზრები. აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ რაზე ოცნებობთ. ეს ფურცელი დაახლოებით ერთი კვირა ხშირად გადაიკითხეთ და გაუგზავნეთ სამყაროს ის ნიშანი, რაც გინდათ რომ მიიღოთ“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.