2026 წლის აპრილის ყველაზე იღბლიანი დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ზოდიაქოს ნიშნები

 2026 წლის აპრილში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს წარმატების შანსი და სამყაროსგან სასიამოვნო სიურპრიზები ელის. გაიგეთ, თვის რომელი მონაკვეთია თქვენთვის ყველაზე ბედნიერი და ცვლილებებს მომზადებული შეხვდით:

​ვერძი
​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

თქვენს ნიშანში ახალმთვარეობა ახალი წამოწყებებისთვის საჭირო ენერგიას მოგცემთ. რისკზე წასვლისა და მოქმედების უფლება საკუთარ თავს თავად მიეცით - შედეგები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. 

წარუმატებელი დღეები: 11, 28 აპრილი

​კურო
​ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

კუროს სეზონი სწორედ ამ დღეს იწყება, რაც თქვენს ცხოვრებაში სიცხადესა და შინაგან ენერგიას შემოიტანს. ეს დღე შეჯამებისა და ცვლილებების დანერგვისთვის იდეალურია.

წარუმატებელი დღეები: 12, 26 აპრილი ​

ტყუპები
​ყველაზე ბედნიერი დღე: შაბათი, 25 აპრილი

ურანი თქვენს ნიშანში შედის, რაც განვითარების ახალ ეტაპებსა და შესაძლებლობებს გადაგიშლით. მოულოდნელი ცვლილებების მიმართ ღია იყავით - ეს თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

წარუმატებელი დღეები: 14, 29 აპრილი

 კირჩხიბი
​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

ახალმთვარეობა თქვენი კარიერისა და წარმატების სახლს გააქტიურებს. საკუთარ თავს თვითპრეზენტაციისა და პოტენციალის სრულად ათვისების საშუალება მიეცით.

წარუმატებელი დღეები: 13, 27 აპრილი ​

ლომი
​ყველაზე ბედნიერი დღე: ხუთშაბათი, 9 აპრილი

მარსი თქვენს შემთხვევაში იღბლის სახლს ააქტიურებს, რაც ენერგიის ახალი საქმეებისკენ მიმართვაში დაგეხმარებათ. ახლა მოქმედებისა და რისკზე უშიშრად წასვლის დროა.

წარუმატებელი დღეები: 15, 23 აპრილი ​

ქალწული ​
ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შინაგან სიცხადესა და მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეს დღე როგორც პირად, ისე პროფესიულ ცვლილებებს საუკეთესოდ წარმართავს.

წარუმატებელი დღეები: 10, 24 აპრილი ​...ვრცლად