„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
2025 წლის დასასრული ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. წლის ბოლოს პლანეტების გავლენა ცვლილებების ძლიერ ნაკადს გამოიწვევს. ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა ბევრ ადამიანს კომუნიკაციის განახლებისაკენ მოუწოდებს. პლანეტა პლუტონი მოძველებულ საქმეებსა და ურთიერთობებს დაანგრევს, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა კი წარსულის საკითხებს გაააქტიურებს და სხვადასხვა თემის საბოლოოდ გადაჭრას გვაიძულებს..
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერი არაერთ ახალ გამოცდილებას გვპირდება. დეკემბერი კი მოგვცემს შესაძლებლობას, გამოცდილება გავაერთიანოთ და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაზე ვიფიქროთ.
2025 წლის დასრულებამდე ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მოულოდნელი ცვლილებები ელოდება:
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ცვლილებებისთვის მოემზადეთ. პლანეტა ურანი მყარს საფუძვლებს შეარყევს, სატურნი თქვენი იდეების მდგრადობას გამოცდის, ხოლო რეტროგრადული ვენერა გაიძულებთ, თქვენს ღირებულებებსა და შეხედულებებს გადახედოთ.
ფინანსები: შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები და სტაბილური შემოსავლის დაკარგვა. მაგრამ, ამავდროულად, თქვენთვის ახალი შანსები და პოტენციალი იხსნება, რამაც შესაძლოა, უფრო დიდ წარმატებამდე მოგიყვანოთ.
სახლი და მოგზაურობა: ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად სახლის შეცვლას ან თუნდაც სხვა ქვეყანაში გადასვლას გადაწყვეტს.
ურთიერთობები: ძველი ურთიერთობების დასრულდება. პარალელურად, შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. პლანეტა ვენერა გაიძულებთ, ურთიერთობებთან და თქვენს მოლოდინებთან დაკავშირებით, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
რჩევა: განავითარეთ მოქნილობა, შექმენით შემოსავლის ახალი წყაროები და სიახლეების მიმართ შიში შეწყვიტეთ.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
წლის ბოლო პერიოდი მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ. პლანეტა პლუტონი გიბიძგებთ, თქვენს შეხედულებებს გადახედოთ, ურანი მოულოდნელ შესაძლებლობებს გაგიხსნით, სატურნი კი არსებული მიღწევების სიძლიერეს გამოცდის.
კარიერა: შესაძლებელია სამსახურის დაკარგვა, სფეროს შეცვლა ან მიღწევების აღიარება.
სოციალური სტატუსი: ცვლილებები მოულოდნელად დაიწყება და შესაძლოა, სოციალური წრე და წარმატების მიღწევის კრიტერიუმებიც შეიცვალოს.
ურთიერთობები ძალაუფლების მქონე პირებთან: კონფლიქტები უფროსებთან, სასამართლო პროცესები, კონტროლის გადახედვა - მტკივნეული, მაგრამ ლიდერობისკენ მიმავალი გზა გელოდებათ, რომელიც თქვენი მიზნების ასრულებამდე მიგიყვანთ.
რჩევა: განავითარეთ ახალი უნარები, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და ემოციების მართვაზე იმუშავეთ...ვრცლად