1771531835
20:02 სარკისებური თარიღი ფინანსების მოსაზიდად - მოასწარით ეს რიტუალი დღეს... - ასტროლოგი
20.02 სარკისებური თარიღია, რომელიც აძლიერებს ფინანსურ განზრახვებს,- ამის შესახებ მინეროლოგი და ასტროლოგი თამუნა იოსელიანი წერს.
როგორც ის განმარტავს, ასეთი თარიღები ენერგეტიკულად ძალიან კონცენტრირებულად ითვლება.
„თუ გინდა ფინანსური იმპულსის გაშვება, ეს სწორედ ის დღეა.
სიმორონის რიტუალი ფულის მოსაზიდად
აიღე სუფთა ფურცელი. დაწერე ზუსტად ის თანხა, რომლის მოზიდვაც გინდა. გაამრავლე ეს თანხა 27-ზე. მიღებული შედეგი შემდეგ გაამრავლე 108-ზე.
რიცხვები 27 და 108 ეზოთერულ ტრადიციებში ითვლება გამაძლიერებლად და ციკლურად ისინი ეხმარება განზრახვის „დატრიალებას“ და გამყარებას.
წარმოთქვი ტექსტი: „სარკისებურ თარიღში ჩემს განზრახვას ვამყარებ. ამ თანხას ჩემს ცხოვრებაში ვიწვევ. როგორც რიცხვი მრავლდება, ისე იზრდება ჩემი შემოსავალიც. როგორც ციფრები იზრდება, ისე იზრდება ჩემი შესაძლებლობები. ფული მოდის ჩემთან პატიოსნად, მსუბუქად, თავისუფლად და დროულად. ზიანის გარეშე ჩემთვის და სხვებისთვის, სიკეთისთვის ჩემი და მთელი სამყაროსთვის.
მე ვიღებ ფინანსურ ნაკადს. მე საკუთარ თავს მეტის უფლებას ვაძლევ. ასე იყოს.
ფურცელი დადე ნაღდ ფულთან ან საბანკო ბარათთან ახლოს. თვის ბოლო დღეს, დაწვი ეს ფურცელი მადლიერებით.
მნიშვნელოვანია: ნუ გააკეთებ ამას „აბა ვცადოთ“-ის პრინციპით. გააკეთე გაცნობიერებულად, შინაგანი მზადყოფნით მიიღო ფული.











