20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს, მთავარია თქვენი პირადი ინტერესები და საკუთარი ამბიციები. ყველა ხერხს გამოიყენებთ იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფთ თქვენი უპირატესობა და შესაძლებლობები დაანახოთ.

კურო

იყავით მოქნილი და ირგვლივ თუ ვერ შეცვლით არასასურველ სიტუაციას, შეეცადეთ, შეეგუოთ და არ დაკარგოთ კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე, მშვიდად დააკვირდით სხვათა რეაქციებს.

ტყუპები

სასურველია, იუმორით შეხვდეთ ყოველგვარ გაუგებრობას, თქვენი გამძაფრებული სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ძიება სურვილი, ბევრს გაანაწყენებს და მოგიწევთ თავის დაცვა მათი იერიშისგან, ამიტომ, ეცადეთ, სიტუაცია გააკონტროლოთ.

კირჩხიბი

კარგი იქნება, თუ იქნებით წინდახედული, მიიღებთ საპროფილაქტიკო ზომებს, ეს ძალიან გაგიადვილებთ ცხოვრებას, დღეს მოფიქრებული გეგმებით კი, ყველას გააოცებთ და აღაფრთოვანებთ.

ლომი

შესაძლოა, სხვების კონფლიქტში ჩართვა მოგიწიოთ. შეეცადეთ, გაანეიტრალოთ დაძაბულობა.  გაითვალისწინეთ, რომ არავის დაცვა არ არის საჭირო, იზრუნეთ მათ მორიგებაზე.

ქალწული

პრინციპულად შეეცდებით, თქვენი სიტყვა გაიტანოთ და არ დაუთმოთ არაფერი რეალურ თუ მოგონილ, წარმოსახვით მოწინააღმდეგეებს. ნუ იქნებით დაუნდობელი და ნუ გაიხდით სანანებლად დღევანდელ ქმედებებს.

სასწორი

ნუ იქნებით მეტისმეტად კატეგორიული და მომთხოვნი გარშემომყოფებთან და ეძიეთ ოქროს შუალედი ურთიერთობებში, რათა თავიდან აიცილოთ დაპირისპირებები და უთანხმოება.

მორიელი

როგორც უნდა შეეცადონ თქვენს პროვოცირებას გარშემომყოფები, თავი შეიკავეთ უხეში გამოთქმებისა და კრიტიკისგან, ეცადეთ, ყველა რთულ საკითხს იუმორით უპასუხოთ.

მშვილდოსანი

დღეს, ზედმეტი თავდაჯერებულობა და მძაფრი გამოთქმები დიდ ზიანს მოგიტანთ. სასურველია, თავი შეიკავოთ სადავო საკითხების გარჩევებისა და დაპირისპირებისგან.

თხის რქა

პრობლემების მოსაგვარებლად, სასურველია, მოიძიოთ მშვიდობიანად მოგვარების გზები და თავი დაანებოთ ახლობლების მიმართ ზეწოლასა და წნეხს. ნუ იქნებით სასტიკი ურთიერთობებში.

მერწყული

სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ყველაფერი აწონ-დაწონეთ რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. უსაფუძვლოდ ნუ განაწყენდებით .

თევზები

მძაფრდება თქვენი სწრაფვა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ, დიდი ალბათობით, დაიწყებთ დამატებითი ფინანსური შემოსავლის წყაროების, ახალი სამსახურის ძებნას, ან შესაძლოა მიმართოთ ხელმძღვანელობას ანაზღაურების გაზრდის თაობაზე. გააკონტროლეთ ემოციები.