20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 21-22-ე დღე. ზოგადი ფსიქოლოგიური ფონი არც თუ კომფორტულია. დომინირებს აშკარა, ან ფარული აგრესია. შესაძლოა, გაიზარდოს უკმაყოფილება ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან, ნათესავებთან ან კოლეგებთან.  სიტუაციის შესარბილებლად, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თავი ავარიდოთ კამათსა და რთული თემების განხილვას.

ვერძი

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, აუცილებლად დაეხმარეთ რითაც შეგიძლიათ, რა მნიშვნელოვანი საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული.

კურო

მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რადგან ის სიტუაციები, რომელშიც ახლა თქვენ ხართ, დაჩქარებული ტემპით განვითარდება მომდევნო თვეებში.

ტყუპები

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, იყავით ყურადღებით გზებზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებით.

კირჩხიბი

მატულობს თქვენი იღბლიანობა, ასევე, თქვენს მიმართ ინტერესი და სიმპათია. თქვენს ირგვლივ საინტერესო და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები ჩნდებიან.

ლომი

სასურველია, დაკავდეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ახალს ნურაფერს შეეჭიდებით. შესაძლოა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ქალწული

დიდ მოწონებას იმსახურებთ საწინააღმდეგო სქესისგან, თუმცა, შესაძლოა, თქვენი მეწყვილე ამ ფაქტმა გაანაწყენოს. დაიცავით ზომიერება და ნუ მისცემთ ვინმეს ეჭვისა და ნერვიულობის მიზეზს.

სასწორი

პირად ურთიერთობებში შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები.

მორიელი

მოსალოდნელია რომანტიკული ხასიათის შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ამ ეტაპზე, მიმდინარე მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს კარგი გაგრძელება.

მშვილდოსანი

სასურველია, დაკავდეთ ვარჯიშით და საერთოდ ფიზიკურად მეტად დაიხარჯოთ. ამგვარად, შეძლებთ განმუხტვას და იპოვით მშვიდობიან გამოსავალს დაძაბული მდგომარეობიდან.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გალანტურობა, შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში, ემოციები გააკონტროლოთ, ეს ყველასთვის, განსაკუთრებით კი თქვენთვის, სასიკეთო იქნება.

მერწყული

შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მომავალში საერთო საინტერესო პროექტი გექნებათ, ან თქვენი ურთიერთობა რომანტიულ ჭრილში განვითარდება.

თევზები

სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაიწყოთ ვარჯიში. ყურადღება მიაქციეთ ასევე საკვების ხარისხსა და იზრუნეთ კვების რეჟიმის მოწესრიგებაზე.