16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს, შეიძლება, მომრიგებლის როლში აღმოჩნდეთ დაპირისპირებულ, მტრულად განწყობილ ადამიანებს შორის. გარემოებიდან გამომდინარე, ეს სიტუაცია თქვენზეც აისახება. შეეცადეთ, ზედმეტად "სხვის ომში" არ ჩაერიოთ. 

კურო

ნუ შეეცდებით ვინმესთვის თვალის ახვევას. დიდი ალბათობით, სრულიად მოულოდნელად ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა და გაცხადდება. გააკონტროლეთ ემოციები და ყველაფერი კარგად იქნება.

ტყუპები

დაიჭირეთ დრო, სწორად შეაფასეთ თქვენი ქმედებები და გააანალიზეთ ის, რასაც მიაღწიეთ, ეს დაგეხმარებათ დაინახოთ შესაძლო შეცდომები და მიზნებისკენ წარმატებულად განაგრძოთ სვლა.

კირჩხიბი

გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან, იმოქმედეთ გაბედულად და არასტანდარტულად. ცხოვრება თქვენგან ახალ იდეებს, კრეატიულობას და ნოვატორულ მიდგომებს მოითხოვს.

ლომი

დიდი ალბათობით, მთელ დღეს წვრილმანი გაუგებრობების გარკვევას დაუთმობთ, შესაძლოა ეს ეხებოდეს პირად თემებს, ან სხვა საკითხებს, თუმცა, მეორე დღეს ამ ყველაფერს არავითარი აზრი აღარ ექნება.

ქალწული

გაიხსენეთ ძველი შეცდომები და შეჩერდით, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. თვალი გაუსწორეთ პრობლემებს და ნუ გაექცევით მათ, გონიერება თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.

სასწორი

გაუზიარეთ თქვენი ეჭვები ახლო მეგობრებს და შეეცადეთ, გაერკვეთ თქვენს გრძნობებსა, თუ განცდებში. დროა, დაფიქრდეთ და უარი თქვათ იმ საქმეზე, რასაც იძულებით აკეთებთ და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით.

მორიელი

თავი შეიკავეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან, შესაძლოა, თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ და უსიამოვნებები მოგიტანონ. არ ღირს ახალი იდეებისა და ინიციატივების გამომზეურება.

მშვილდოსანი

კარგი დღეა, ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის, ზომიერად რისკიც გამართლებული და მისაღებია, თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, არ მოადუნოთ და დიდი იმედები არ დაამყაროთ ირგვლივ მყოფებზე.

თხის რქა

დადგებით ფაქტის წინაშე და იძულებული იქნებით, კორექტივები შეიტანოთ თქვენს სამოქმედო გეგმებში რეალობისა და ვითარების გათვალისწინებით, დროა, გათავისუფლდეთ ილუზიებისა და დაბნეულობისგან, გაბედულად გადადგათ ნაბიჯი.

მერწყული

თუ გონიერებასა და მოთმინებას გამოიჩენთ, ყოველგვარ ეჭვებს იოლად გაუმკლავდებით. კამათი და დაპირისპირება, უნდობლობა და გარჩევები მხოლოდ გააღრმავებს გაუგებრობებს და კონფლიქტს ვერ ასცდებით.

თევზები

ემოციურად არასტაბილური დღეა, თუ არ გაითვალისწინებთ სხვათა მოსაზრებებს და გრძნობებს, შესაძლოა, ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდეს.