საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ვერძი
დღეს, მთავარია, კარგად გაიაზროთ შესასრულებელი საქმიანობის მთელი პროცესი და იმოქმედოთ ჯგუფთან ერთად, სწორად მოახდინეთ დელეგირება და კარგად გაითავისეთ თქვენი პასუხისმგებლობა.
კურო
შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც ძალიან დაინტერესებულია თქვენით და თქვენი კრეატიული იდეებით, ახალი საქმიანი კონტაქტები კი დიდ ცვლილებებს შემოიტანს თქვენს საქმიან სფეროში და არაა გამორიცხული, - პირად ცხოვრებაშიც.
ტყუპები
განსაზღვრეთ ყველა დეტალი კარიერულ თემებსა, თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. თამამად გადადგით ნაბიჯები თქვენი ოცნებების რეალიზებისკენ. დროა, ფანტაზიიდან რეალობაში გადაინაცვლოთ.
კირჩხიბი
არის ალბათობა, სრულიად შემთხვევით, გაიგოთ ამბავი, რომელიც დაგეხმარებათ წაიწიოთ კარიერულ საფეხურზე, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ნებისმიერი სახის ინფორმაციას.
ლომი
შესაძლოა, უახლოეს წარსულში, ნაჩქარევად მიიღეთ რაღაც გადაწყვეტილება, შედეგები კი ახლა იჩენს თავს. შეხედეთ საკუთარ თავს სხვა თვალით, კრიტიკული მიდგომა, საშუალებას მოგცემთ, დროულად მიიღოთ ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად.
ქალწული
ნუ იჩქარებთ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, შეეცადეთ, დრო მოიგოთ და გააანალიზოთ მოსალოდნელი შედეგები, შეიძლება კომპრომისი იყოს საუკეთესო გამოსავალი.
სასწორი
ნებისმიერი მოქმედების დროს, სასურველია, გაითვალისწინოთ სხვათა მოსაზრებები და რჩევები. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ უფრო გამოცდილ ადამიანებს.
მორიელი
კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით სამომავლო პერსპექტივებზე, მხოლოდ დინებას მიყოლა შორს ვერ წაგიყვანთ, განსაზღვრეთ სამოქმედო სტრატეგია, ის, თუ როგორ შეცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი პოტენციალი.
მშვილდოსანი
ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში. არის ალბათობა, ახლობელმა, ან მეგობარმა დახმარების მიზნით, თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გთხოვოთ. იყავი ფრთხილად, შესაძლოა, ამით დიდი ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც.
თხის რქა
გაგიჭირდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან თუ ხელმძღვანელობასთან, განსხვავებული აზრების გამო, დაპირისპირებაც არაა გამორიცხული. ახლა უკეთესი იქნება, დათმოთ თქვენი პოზიციები კამათის გარეშე და უკეთეს დროს დაელოდოთ.
მერწყული
თუ იმოქმედებთ კონკრეტული ფაქტებით და არა ვარაუდებზე დაყრდნობით, სტატისტიკით და არა ფანტაზიებით, მოიპოვებთ უდიდეს ყურადღებას და მნიშვნელოვან აღიარებას ირგვლივ მყოფთა და ხელმძღვანელობის მხრიდან.
თევზები
პროდუქტიული დღეა. თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით იოლად გაერკვევით ყოველგვარ რთულ საკითხში და დასკვნებსაც სათანადოდ გამოიტანთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ხელშეკრულებების დადებისა და ანგარიშების მართვის დროს.