15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-16-17 დღე. საუკეთესო დღეა გეგმების რეალიზებისთვის. ირწმუნეთ საკუთარი თავის და დღეს ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, სხვას არ მიანდოთ თქვენი გასაკეთებელი საქმე. ფრთხილად იყავით, აზრის გამოხატვისას. ეცადეთ, კონფლიქტში არავისთან შეხვიდეთ.

ვერძი

დღეს ადვილად მოახერხებთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების დალაგებას. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, სჯობს, საქმეზე კონცენტრირდეთ.

კურო

შეეცადეთ, იყოთ უფრო გულახდილი. კარგი იქნება, თუ იმპულსურობით მათთან საქმეს არ გაიფუჭებთ. ყველაფერი გამოგივათ, მეტად თუ ირწმუნებთ საკუთარ წარმატებას.

ტყუპები

ელოდეთ, საინტერესო წინადადებას, იოლად მოაგვარებთ ყველა საქმიან პრობლემას, მაგრამ შეეცადეთ, არავის მიაყენოთ ზიანი.

კირჩხიბი

მოერგეთ არსებულ ვითარებას, ეს შესაძლოა, მარტივი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია, სამომავლოდ პრობლემები რომ არ შეგექმნათ. მაღალია ალბათობა, პრობლემების წარმოქმნის, გახსოვდეთ, რომ ისინი მყისიერად უნდა გადაჭრათ, ამის ყველა საშუალება გექნებათ. თავი შეიკავეთ საკუთარი აზრების ზედმეტად გაზიარებისგან. 

ლომი

რაც მეტად იაქტიურებთ, მეტს მიაღწევთ. შესაძლოა, ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ თქვენს საზაფხულო გეგმებში. ცვლილებებისთვის მოემზადეთ სასიყვარულო საკითხებშიც, არ არის გამორიცხული, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ.

ქალწული

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან, უარი არ თქვათ ახალი დავალებების შესრულებაზეც. თქვენ შეძლებთ, ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი.

სასწორი

გულმოდგინეთ მიუდექით საქმეს და ყველაფერი ხარისხიანად გააკეთეთ, რათა თავიდან აიცილოთ შენიშვნები და საყვედურები.

მორიელი

კმაყოფილი იქნებით დღევანდელი დღით, რადგან მოახერხებთ გააკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

მშვილდოსანი

თუ საჭიროა, შეცვალეთ სტრატეგია და გონივრულად მოახდინეთ მანევრირება. წარმატებული დღე იქნება, თუ ემოციებს გააკონტროლებთ.

თხის რქა

შანსი გაქვთ, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოთ და ენერგიულობით ყველა გააოცოთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ახლა ნაცადი ხერხებით სჯობს მოქმედება.

მერწყული

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა პრობლემები შექმნან, ნუ შეშფოთდებით, სიტუაცია მალე დალაგდება.

თევზები

უამრავი მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მეტ აქტიურობას მოითხოვს. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან.