15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, მიიღოთ დამატებითი ფინანსური შემოსავალი, ან მოულოდნელად გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო.

კურო

იყავით წინდახედული, განსაკუთრებით, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან. სანამ ვალს, ან კრედიტს აიღებთ, კარგად განსაზღვრეთ გადახდის ვადები და თქვენი შესაძლებლობები.

ტყუპები

დღეს შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახაროთ. გარშემომყოფთა თბილი განწყობა მოგცემთ ძალას მარტივად გაუმკლავდეთ დღის რუტინულ თუ სხვა პრობლემებს.

კირჩხიბი

ეს დღე ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა ერიდეთ თანხების უაზრო ხარჯვას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

ნუ შეეჭიდებით ყველა საქმეს ერთდროულად, გადაანაწილეთ დრო და ისე იმოქმედეთ. იყავით გაწონასწორებული და მშვიდი. იყავით ზომიერი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას.

ქალწული

საკმაოდ კარგი დღეა თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის, შეაფასეთ გეგმები ობიექტურად, თუ ისინი ფანტაზიის სფეროდან არაა, დიდი ალბათობით, მალე, წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

უამრავი საქმიანი შემოთავაზებაა, რაც შესაძლოა, დაგეხმაროთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სწორად გათვალეთ თქვენი სურვილები და შესაძლებლობები, რათა თქვენი ცხოვრება ჰარმონიული გახადოთ.

მორიელი

პრობლემური საკითხები თავისით გვარდება, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ეს დღე შესაძლოა, გამორჩეული იყოს ახალი შთამბეჭდავი ნაცნობობით.

მშვილდოსანი

რადიკალური ცვლილებების გამო, დღეს შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ. კარგად დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შესაძლოა, ძველ სიტუაციაში დაბრუნება მოგიწიოთ.

თხის რქა

დღეს შესაძლოა, ემოციურად გათავისუფლდეთ ყველა ბარიერისგან, ვალდებულებებისგან და თავი ყველაზე თავისუფალ ადამიანად იგრძნოთ. არის ალბათობა, შეხვდეთ ძველ სიყვარულს.

მერწყული

ელოდეთ, სასიამოვნო სიურპრიზს, შესაძლოა, ჯილდოს, ან შექების სახით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პირადი ურთიერთობების სფერო.

თევზები

ეცადეთ, ცხოვრებას უფრო რეალურ ჭრილში შეხედოთ, იზრუნეთ თვითშეფასების ამაღლებაზე