14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ენერგიის მოზღვავება და კარგი გუნება-განწყობა გმატებთ მოტივაციას, ყველაზე მოსაბეზრებელ საკითხებსაც წარმატებით გაართმევთ თავს. დღეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ, ირგვლივ მყოფებსაც გაუადვილებთ ცხოვრებას.

კურო

კარიერული საკითხების მოსაგვარებლად, კარგი დღეა. გაქვთ ამბიცია, რომ ყველაფერი სხვებზე უკეთ, განსხვავებულად და ხარისხიანად გააკეთოთ, ამით კი როგორც კოლეგების, ასევე უფროსობის ყურადღებას დაიმსახურებთ.

ტყუპები

ყოველდღიური რუტინული შრომა მომაბეზრებელი და დამღლელი რომ არ იყოს, შეიტანეთ სიახლეები საქმიანობაში, მეტად იზრუნეთ თქვენს კომფორტზე, გააცოცხლეთ ირგვლივ ატმოსფერო და ნუ ჩაიკეტებით ოთხ კედელში.

კირჩხიბი

იყავით შეუპოვარი, მტკიცე და გაბედული. არ დაუშვათ, რომ თქვენი დამსახურება სხვებმა მიითვისონ. ნუ დაიხევთ უკან, ყველასთან მოახდინეთ საკუთარი მებრძოლი ხასიათისა და შესაძლებლობების დემონსტრირება.

ლომი

შეგიძლიათ, მოუმატოთ ტემპს, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, იარეთ წინ, წარმატებისკენ გაბედულად და წინდახედულად.

ქალწული

წარმატებას მოგიტანთ ყოველი საქმე, რომელსაც დამოუკიდებლად, სხვათა ჩარევის გარეშე, შეასრულებთ. საკუთარ გეგმებზე ორიენტირებული წვრილმან სირთულეებს ვერც კი შეამჩნევთ.

სასწორი

ვითარების მოულოდნელი შემობრუნება საშუალებას მოგცემთ, წარმოაჩინოთ ორგანიზატორული უნარები, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს რაიმე ღონისძიების ჩატარებას, ან ადამიანების მოზიდვას.

მორიელი

შედარებით რთული დღეა, შესაძლოა, გააქტიურდნენ არაკეთილმოსურნეები, ან კონკურენტები. თავი ხელში აიყვანეთ და ნუ აჰყვებით მათ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ ნებისყოფა და სიმტკიცე, არ დათმოთ პოზიციები.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონდომებით ცდილობთ დააჩქაროთ შედეგები, დღეს, პრაქტიკულად ყველა სფეროში შეფერხებებია მოსალოდნელი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აჩქარებით უფრო გააჭიანურებთ საქმის მსვლელობას.

თხის რქა

შანსი გექნებათ, მიიღოთ სასურველი შედეგები, თუ იმოქმედებთ დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად. მთავარია, აიღოთ პასუხისმგებლობა. შესაძლოა, გარშემომყოფები შეეცადონ ხელის შეშლას გეგმების რეალიზებაში.

მერწყული

 დღეს, თქვენი ორგანიზატორული უნარები შეუცვლელი იქნება. თქვენ შეძლებთ, გადაანაწილოთ ყველაფერი დეტალების გათვალისწინებით და მიიღოთ გაცილებით მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

თევზები

შესაძლოა, მიიღოთ ახალი დავალება, რომელიც თქვენს შესაძლებლობებსა და უნარებზე დაგაეჭვებთ. საკუთარი თავის უნდობლობა ხელს შეგიშლით დადებითი შედეგების მიღებაში. ასე რომ, ახლა საკუთარ თავში დაეჭვების დრო არაა.