1749720753
11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შესაძლოა, დღეს, რაღაც ისეთი მოიმოქმედოთ, რაც ცხოვრებაში არასდროს გაგიკეთებიათ. ყველაფერს შეძლებთ, ძველი კავშირებისა და სანდო ადამიანების თანადგომით. ხელსაყრელია შეხვედრები, შემოქმედებითი საქმიანობა.
კურო
თანდაყოლილი ოპტიმიზმის დახმარებით ჩახლართული სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვალთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან გაცილებით მეტ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ნუ გადაიღლებით. საჭირო არ არის კედელს შეასკდეთ, როცა არსებობს შემოვლითი გზა.
ტყუპები
სავარაუდოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. სავსემთვარეობამ შეიძლება ტყუპ ქალებს სულიერი განახლებისკენ უბიძგოს. გაიზრდება მათი პირადი ხიბლი, სექსუალური ენერგია.
კირჩხიბი
გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. კრეატიულობამ შეიძლება ახალი აღმოჩენები მოგიტანოთ. ეცადეთ, მატერიალურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები მშვიდად მიიღოთ, თორემ დღის ბოლოს შეიძლება, უარყოფითმა ემოციებმა განწყობა გაგიფუჭოთ.
ლომი
ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალობა და პიროვნული მომხიბვლელობა. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობის, სასიყვარულო და ინტიმური პაემნებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას ყურადღება მთავარს მიაქციეთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.
ქალწული
შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავროდ წასვლას გაიძულებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რომლებიც შესყიდვებს ან საოჯახო საქმეებს უკავშირდება.
სასწორი
ეცადეთ, უფრო კრიტიკული იყოთ საკუთარი თავისა და საკუთარი მოთხოვნების მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება, სიტუაცია გააუარესოს და დიდ სკანდალამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის ურთიერთობების სრულად გაწყვეტა.
მორიელი
ყველა საქმე პირდაპირ ან ირიბად ფულს უკავშირდება: ვალის აღება ან მიცემა, ახალი შემოსავლის ძებნა და ახლო ნათესავების დახმარება მოგიწევთ. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ოჯახში მოსალოდნელია ურთიერთობების გამწვავება. ეცადეთ, ადამიანებს წყენა აპატიოთ.
მშვილდოსანი
დაძაბულმა მუშაობამ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ან წარმატების მიღწევის სურვილმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ქაოსს. კარგი დღეა მოგზაურობისა და სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის.
თხის რქა
ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს, ამიტომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები რთული იქნება და ალბათ, სასურველ შედეგებს არ მოიტანს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შესყიდვებს ან საოჯახო საქმეებს უკავშირდება.
მერწყული
მოერიდეთ ყველაფრით უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანებს. ნუ დაუშვებთ, რომ უხეშობამ და უყურადღებობამ ახლობლებთან თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები - სავარაუდოდ, ძველი ვალები თავს შეგახსენებთ.
თევზი
მოსალოდნელია სულიერი შფოთვა და სტრესი. უახლოეს მომავალში ფულის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ. დახმარებას იმ ადამიანებისგან ვერ მიიღებთ, ვისგანაც ელით. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს დაუახლოვდეთ, რომლებიც თქვენს ნდობას იმსახურებენ.