სექსუალურ შევიწოებაში დადანაშაულების შემდეგ პლასიდო დომინგოს კონცერტები გააუქმეს

11:38 08-14-2019
113

სექსუალურ შევიწოებაში დადანაშაულების შემდეგ სან-ფრანცისკოს ოპერამ და ფილადელფიის ორკესტრმა პლასიდო დომინგოს კონცერტები გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press- ავრცელებს.

ლოს-ანჯელესის ოპერაში აცხადებენ, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებენ. ამისთვის ისინი სპეციალისტებს დაიქირავებენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერალს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალების მტკიცებით, დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

თავად პლასიდო დომინგო, რომელიც ამჟამად 78 წლისაა, ყველა ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ტენორი ქართველი მსმენელისთვის კარგად ცნობილია. ის საქართველოში 2010 წელს იყო ჩამოსული.