ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ამერიკის პოლიცია

სამართალი 1714121795

გურიაში 10 სახლის გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1714121217

ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა ალბათ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი - როგორ აშორებს საქართველოს ევროპას გამჭვირვალეობის შესახებ კანონი - დავით მათიკაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დაპირისპირების თემაა - "ოცნება" განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება."ქართულ ოცნება" ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებასა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევას ეხება."ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა ალბათ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი: როგორ აშორებს საქართველოს ევროპას გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, სადაც ერთადერთი რამ არის მოთხოვნილი - არასამთავრობო და მედიასექტორების გამჭვირვალეობა და როგორ აახლოებს ევროპას საქართველო ის რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი, მაგალითად, არის, ყირგიზეთთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებული, სადაც ქვეყნის დამანგრეველი ტერიტორიების ოკუპანტებისთვის ჩამბარებელი მიხეილ სააკაშვილი არის მამა აბრამის ბატკნის ტყავში გახვეული და მის გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო ამ ქვეყნის აღმშენებელი, ქველმოქმედი, უამრავი სიკეთის გამკეთებელი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე - ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ეს არის თავდასხმა და შანტაჟი ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის, რაც არ გამოუვათ, ვიცით ძალიან კარგად წესები, როგორ ხდება ამ კუთხით პროცესების განვითარება. ის, რომ ევროპარლამენტი არ გახლავთ ორგანო, სადაც წყდება ეს საკითხი, ეს არის ბოლო სურვილი კონკრეტული ევროპარლამენტის მხრიდან დააშანტაჟონ საქართველო,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

სამართალი 1714118517

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, შნუც დურს შეხვდა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ცაციაშვილი, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ უფროსი ოფიცერი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.ნათია მერებაშვილმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ სტუმრებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრის დასასრულს მხარეები მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ძიუდო

სპორტი 1714118472

ევროპის ჩემპიონატზე დღეს 6 ქართველი იასპარეზებს

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე - 70 კგ), იბრძოლებენ.კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.

ხვლიკი

მსოფლიო 1714117626

ტაილანდში მამაკაცები პოტენციის ასამაღლებლად ცოცხალ ხვლიკებს ჭამენ

ტაილანდში მამაკაცებმა სექსუალური აქტივობის გასაუმჯობესებლად ცოცხალი ხვლიკების ჭამა დაიწყეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ცოცხალ ხვლიკებს ძირითადად საშუალო ასაკის ტაილანდელები მოიხმარენ. ამრიგად, ყველაზე მეტად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 59 წლის მამაკაცი, სახელად სომაი. მან ცოცხალი გეკონი შეჭამა და ამის ასახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კაცმა თქვა, რომ ხვლიკების რეგულარულ მოხმარებას შეუძლია გააუმჯობესოს ჯანმრთელობა, გაზარდოს პოტენცია, გაზარდოს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა და სექსი უფრო მაგარი გახადოს.როგორც სომაიმ თქვა, მან ბავშვობაში დაიწყო ხვლიკების ჭამა, მაგალითი ბებიასგან და პაპისგან აიღო.ნათესავებმა მამაკაცს უთხრეს, რომ ქვეწარმავლები ხელს შეუწყობენ მის სექსუალურ აქტივობას. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ხვლიკების ჭამის შემდეგ, მისი სექსუალური აქტიურობა რეალურად იზრდება. სომაიმ აღნიშნა, რომ ცხოველები უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ძირითადად მცირე მწერებით იკვებებიან. თუმცა, მან რეკომენდაცია გაუწია ისინი შეჭმამდე წყლით გარეცხონ.მამაკაცის განცხადება უარყო ტაილანდის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის, ატაპოლ კევსამრიტის თქმით, არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ გეკონს ან მსგავს ქვეწარმავლებს შეუძლიათ გააძლიერონ სექსუალური აქტივობა ან გააუმჯობესონ ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ხვლიკების ჭამამ ​​შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული ინფექცია. ქვეწარმავლები იკვებებიან ცოცხალი მწერებით და პატარა ცხოველებით, რომლებიც ასევე შეიძლება საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გამოიწვიოს დიარეა, კუჭ-ნაწლავის ინფექციები ან მუცლის ძლიერი ტკივილი.