ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის მთელი არქივი მიზერულ ფასად გაასხვისა - პაატა სალია

15:18 08-12-2019
1025

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის მთელი არქივი მიზერულ ფასად გაასხვისა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 18 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიის, მათ შორის კურიერის არქივი, რომელიც მოიცავს საარქივო მასალებს რუსთავი2-ის დაარსებიდან დღემდე, 200 ათას ლარად მიყიდდა „ინტერ მედიას“. პაატა სალიას თქმით, „ინტერ მედიასთან“ დაკავშირებული პირებმა უკვე დაანონსეს ახალი სატელევიზიო არხის შექმნა, სადაც მისივე ვარაუდით, თავად ნიკა გვარამიას ინტერესიც იკვეთება.