კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა

10:07 08-01-2019

კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა.

„ტარიფი გვაქვს სამსაფეხურიანი: ერთ ლარიანი, ორ ლარიანი და სამ ლარიანი. დავიწყეთ დაბალი საფეხურით, თუ ერთ ლარიანი ტარიფის შემთხვევაში შევხედეთ, რომ იქ სივრცეები მაინც ბოლომდეა ათვისებული და არასდროს ადგილი არ არის, მოხდება მომდევნო საფეხურზე გადასვლა. მიზანი თანხის მოკრება არ არის, ეს თანხა მთლიანად მიდის სატრანსპორტო კომპანიაში და მიდის საზოგადობრივი ტრანსპორტის განვითარებაში“, – განაცხადა ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის,ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შეიქმნა მობაილ აპლიკაცია „პარკინგ თბილისი“, რომელიც უკვე ამუშავდა.

პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც არის შესაძლებელი.

თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.