ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის

09:27 08-01-2019
10

დღეს, 1 აგვისტოს, ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ეროვნული ბანკის განცხადებით, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6170 ლარი.