ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1714136914

წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს - მაკა ბოჭორიშვილი

ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები - რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია. როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, როგორც უვიზო რეჟმის მიცემა, ისე გაუქმება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე.„უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად და ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის სწორედ ჩვენი საქმიანობის საფუძველზე მიღწეული ის შედეგი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება გაუქმებას - როგორც უვიზო რეჟიმის მიცემაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ასევე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე ამის გაკეთება.“ - აღნიშნა ბოჭორიშვილმამან ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც და განაცხადა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით ეს საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, არ არის პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველი. „რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, რაზეც დღეს დაიწყეს საუბარი, შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და დღეს არის შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ემსახურება ერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და ზოგადად, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს და ამის არც პანიკის და იმ აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი. ეს არის ძალიან კარგად გაწერილი პროცესი, თუკი ასეთი საფრთხის ქვეშ დგას რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომ მას საფრთხე ექმნება მიგრაციული ნაკადებისგან ან რეადმისიის შეთანხმების არშესრულებისგან, მათ აქვთ უფლება, ევროკომისიას მიმართონ და ევროკომისიამ დაიწყოს მსგავსი პროცედურა, თუმცა, ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. ასევე, ჩვენ ევროკომისიასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოს არ შეჰქმნოდა თუნდაც ამ წლების განმავლობაში რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვალუტა

ფინანსები 1714136835

ვალუტის კურსი შეიცვალა - ნახეთ, რა ეღირება ლარი უქმეებზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6760 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

საზოგადოება 1714136607

„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ავტომობილის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორი, საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, გაგრილებისა და სამუხრუჭე სისტემები. ყველა ამ პროდუქტის სრული ასორტიმენტის შეძენას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით მომხმარებელი სპეციალური ფასდაკლებით შეძლებს. გარდა ამისა, „თეგეტა“ მძღოლებს სავალი ნაწილის უფასოდ დათვალიერებასაც სთავაზობს.ტემპერატურის მატებასთან ერთად, პირველ რიგში, საბურავების მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, რადგან ეს ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს გადააჭარბებს, უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებით უნდა ჩანაცვლდეს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. Tegeta Shop-ში საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ფილიალებში - გაორმაგებული ქეშბექი. შესაძლებელია, სასურველი საბურავის შერჩევა პრემიუმბრენდებიდან: Continental, Bridgestone, Michelin, Petlas, Pirelli და სხვა.ზაფხულისთვის ავტომობილის მომზადება აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლასაც გულისხმობს, რადგან ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. თეგეტას ფილიალებსა და ონლაინმაღაზიებში აკუმულატორების შეძენა 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. „თეგეტაში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული აკუმულატორები, მათ შორის Varta, Energizer, Exide.საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავა მაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. ძრავის ზეთის შემოწმება და შეცვლა „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი, სადაც ზეთების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ონლაინმაღაზიასა და ფილიალებში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ბრენდები - Mobil, Motul, Shell, Petronas და სხვა.რაც შეეხება სხვა დეტალებს, რომლებიც თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად უნდა გადამოწმდეს, ეს არის ფრეონის დონე გაგრილების სისტემაში, ჰაერისა და სალონის ფილტრები, სამუხრუჭე დისკები, ხუნდები და სამუხრუჭე სითხე. „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო სერვისის სრულ ასორტიმენტზე - 20%-იანი. ავტომობილის შემოწმებასა და საჭირო ავტონაწილების შერჩევაში მომხმარებლებს „თეგეტას“ სპეციალისტები დაეხმარებიან.თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. 

გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საზოგადოება 1714136243

„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ - 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. დახმარების მსურველებს, თანხა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთმან გადაიტანა კოვიდი, რამაც დაუტოვა გართულებები. მოზარდს, ჰაერის უკმარისობა აქვს და არის ჟანგბადდამოკიდებული. ოჯახს მედიკამენტებისთვის საჭირო თანხა არ აქვს, ამიტომ დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.პატარა რაჭველ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება, ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია. გიორგი ბერიშვილმა რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მან გადაიტანა კოვიდიც და გამოჯანმრთელდა, თუმცა დაუტოვა გართულებები. აქვს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბად დამოკიდებულიაოჯახს იმედი აქვს, რომ პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე საზოგადოება მხარში დაუდგება.გიოს კვლავ სჭირდება თქვენი თანადგომა პატარამ კეთილთვისებიანი სიმსივნე დაამარცხა და კოვიდმა გართულებები დაუტოვა აქვს სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბად დამოკიდებულია პატარას სრულ გამოჯანმრთელებამდე მშობლებს იმედი აქვს.საზოგადოების მხარში დგომის დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:თიბისი ბანკი: #GE15TB7679445061100108ლიბერთი #GE11LB0711192526466000მიმღები: ემზარი ბარამიძესაქართველოს ბანკი: #GE25BG0000000162579635მიმღები: მარიამ ვაჩეიშვილისაზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ ფეიფალით: https://www.paypal.me/emzarbaramidze1968საკონტაქტო ნომერი: 598417413. @გამორჩეულ@გამორჩეულებში დამატებაგთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ, გაზიარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სადაც შეგეძლებათ გადააზიარეთ ყველას მივაწვდინოთ ხმა პატარა გიოსთვის.

ამინდის ცვლილება

საზოგადოება 1714136040

როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს.27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება