სპეციალისტების ინფორმაციით, მესტიაში სტიქიის განმეორების საშიშროება აღარ არსებობს

14:27 07-27-2019

მესტიაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ლეხზირის ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ .

მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

მათი ინფორმაციით, ხეობის პირველადი დათვალიერებით დადგინდა,რომ სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს.

ამ დროისთვის ხეობაში რჩებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა.

ავტორი:თეა შონია