ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნინო ვარდოსანიძე

პოლიტიკა 1714145673

ნინო ვარდოსანიძე - კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

 „რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვათა შორის უფრო მკაცრი მექანიზმებით და რეგულაციებით, ვიდრე ეს ქართულ კანონპროექტშია და კანონისთვის სახელის ხელოვნურად დარქმევა არის დიდი სპეკულაცია“ - ამის შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრმა, ნინო ვარდოსანიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ნინო ვარდოსანიძის თქმით, სხვადასხვა მანიპულაციებით ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მისივე თქმით, ობიექტურად დაინტერესებულ პირს შეუძლია შეამოწმოს ყველა სიტყვა, წაიკითხოს „გამჭვირვალობის“ პროექტი, გაეცნოს სხვა ქვეყნების მაგალითებს და ნახავენ, რომ საშიში არაფერია.„მართალია ძალიან მიყვარს თეატრი, მაგრამ აბსურდის თეატრს ვუყურებთ ჩვენ ახლა და ვხედავთ სხვადასხვა სახის მცდელობებს, რომ სხვადასხვა მანიპულაციით მოხდეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. მე მესმის ადამიანების, რომლებიც გარკვეულწილად დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან და ძალიან რთულია მყისიერად ყველა ინფორმაციის გადამოწმება. სამწუხაროდ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სიცრუის გავრცელებას. ვნახეთ გუშინ კახი კალაძის ბრიფინგის შემდეგ ფაქტების და ინფორმაციის დამახინჯება და რთულია, მაგრამ ალბათ სწორია, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე იყოს რეაგირება და სიცრუის მხილება. ობიექტურად დაინტერესებულ პირს, ახლავე შეუძლია შეამოწმოს ყველა სიტყვა, წაიკითხოს პროექტი, გაეცნოს სხვა ქვეყნების მაგალითებს და ვნახავთ რომ აქ არაფერი საშიში არ არის. საქმე არის მარტივად, კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული“ - განაცხადა ვარდოსანიძემ.სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამჭვირვალობაში თავად პრობლემას ვერ ხედავს. ასევე, ნინო ვარდოსანიძე 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის რიტორიკა და ჩვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები დამატებითი მოტივაცია იქნება ბევრისთვის. „გამჭირვალობაში და ანგარიშვალდებულებაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და იმ ღირებულებების მხარდაჭერას, რაც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ეროვნულობა და თავისუფლება. ოპოზიციის რიტორიკა და ჩვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები კი დამატებითი მოტივაცია იქნება ბევრისთვის. არ იფიქროთ, რომ ამით ვინმეს აზიანებთ, საკუთარი თავის და ისედაც დაბალი რეიტინგის გარდა“,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

პრაიმ ჰაუსი

ტაბლოიდი 1714145209

„პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსი“ აუტსაიდერებისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„ხმის მიცემა გრძელდება! მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტს.#პრაიმჰაუსის ხმის მიცემის წესები: ხმის მიცემა შეწყდება პარასკევს ლაივის დროს. ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების და სმს -ების საშუალებით.  მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.  მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.~ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად, თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი. ხალხის რჩეული გამოვლინდება პარასკევს, პირდაპირი ეთერის დროს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გარდაბანი

სამართალი 1714141451

ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის ბრალდებულ 2 პირს, სასამართლომ 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯა - სასტიკი მკვლელობა 2023 წლის აგვისტოში მოხდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს."სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებაში." - ნათქვამია ინფორმაციაში.საქმე ეხება, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის ოთარ გელაშვილის საქმეს, რომელიც გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. შემთხვევა 2023 წლის აგვისტოში მოხდა.ოთარ გელაშვილი 12 აგვისტოს გაუჩინარდა, ოჯახის წევრებმა ის ორ დღიანი ძებნის შემდეგ რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნეს, სადაც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.როგორც დეკანის კოლეგები ყვებოდნენ, უკაცრიელ ადგილას, ის, სავარაუდოდ, მწყემსმა იპოვა. ოთარ გელაშვილი ბეისბოლის ჯოხებით იყო ნაცემი. ასევე, ფრჩხილები ლანცეტით ჰქონდა აძრობილი. ახლა უკვე მსჯავრდებულებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ფულის გამოძალვის მიზნით აწამეს და მოკლეს.

ნინო ლაცაბიძე

რეგიონი 1714139446

,,ქართული” ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული,  ქართული ქორეოგრაფიის  ფესტივალის- ,,ქართული" საკონკურსო ნაწილი,  გალა-კონცერტითა და  გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად. კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს.,,ქართული” ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საფესტივალო ტრადიციაა, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ჩვენს ქალაქში  ერთად დავაარსეთ.  კონკურს-ფესტივალი, ჩვენ მთავარ ქართულ ღირებულებებზე დავაფუძნეთ და  ქორეოგრაფიული ანსამბლები, რუსთავში შესანიშნავ ქართულ საღამოებს მართავდნენ. ,,ქართული” - ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.ფესტივალის გრან პრის მფლობელი, ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი" გახდა, რომელსაც რუსთავის მერიამ, გარდამავალი პრიზის გარდა, 10 000 ლარის ოდენობის ფულადო ჯილდო გადასცა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და 7 000 ლარი გადაეცა რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჯავარს”. ,,ძალიან ემოციური საკონკურსო 5 დღე გავიარეთ და დღეს გამოვლინდნენ გრან-პრისა და საპრიზო ადგილების  მფლობელები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ,,ქართულის” თითოეული მონაწილეა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი რის ის, რომ რუსთავში მოხდა ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედი ანსამბლების დამეგობრება და შეკავშირება”, - განაცხადა რუსთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა. ფესტივალი ,,ქართული",  წელს პირველად ჩატარდა და მასში ქვემო ქართლის 24 ანსამბლი და 1500 მოცეკვავე მონაწილეობდა. „ქართულისთვის“ ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად „ქართულისთვის“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო" ასრულებს.,,ქართულის"  არასაკონკურსო საფესტივალო დღეები, რუსთავში კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროკურატურა

სამართალი 1714138517

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.