მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

19:45 07-26-2019
29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს.

მორის მაჩალიკაშვილი ერთ-ერთია დღეს დაკავებული ორი პირისგან, რომელთა შესახებ ინფორმაცია შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საქმე 20-21 ივნისის ღამით პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს შეეხება

„1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

საქმე სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

როგორც პრაიმტაიმთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე აცხადებს, მორისი ამ საქმეზე ერთხელ უკვე დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გაფრთხილების შემდეგ გამოუშვეს.