თელავის სკოლებს 144 პედაგოგი დატოვებს

16:59 07-12-2019
189

საჯარო სკოლების დატოვებისა და ორი წლის ხელფასის მიღების სურვილი, ყველაზე მეტმა პედაგოგმა თელავის მუნიციპალიტეტში გამოთქვა. 

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, სკოლის დატოვების მსურველთა შორის, ისინიც არიან, ვინც საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა.

„სულ 144 ხანდაზმულმა პედაგოგმა გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს სახელმწიფოს შეთავაზებით. აქედან 30 გამოცდაზე დარეგისტრირდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა“- თქვა „პრაიმტაიმთან“ მრელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს გამოთავისუფლებული ვაკანსიების შევსების რესურსიც საკმარისი აქვს.

კახეთის რეგიონში, სკოლების დატოვებას სულ 672 პენსიონერი პედაგოგი აპირებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ხანდაზმულ პედაგოგებს ორი წლის სახელფასო ანაზღაურების გარდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიც შეუნარჩუნდებათ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი