მაია ცქიტიშვილი - ბრძანების გაცემა, შტურმის მოგერიება ხდებოდა მათ მიერ, ვისაც ეს მოვალეობა კანონის ფარგლებში ეკისრება

16:21 07-12-2019

შეკითხვის ასე დასმა - იყო თუ არა ჩართული კრიზისის მართვის პროცესში რომელიმე არაუფლებამოსილი პირი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა.

„გუშინ ბატონი გახარიასგან მოვისმინეთ რომ მასსა და ბატონ ბიძინას შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. ამ და მსგავს თემებზე სპეკულაციები, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმ რადიკალური ძალების ინტერესებშია, რომელთაც წამოიწყეს შტურმი კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ. არაერთხელ გაეცა პასუხი ამ თემას, რომ ბრძანებების გაცემა, შტურმის მოგერიება, ხდებოდა მხოლოდ იმ პირების მიერ, ვისაც ეს მოვალეობა კანონის ფარგლებში ეკისრება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა