მზად ხართ მორიგი „ჭყინტის“ გასაცნობად? - ფოტო თბილისის ზოოპარკიდან

15:51 07-12-2019
16

თბილისის ზოოპარკი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს ავრცელებს წარწერით: მზად ხართ მორიგი „ჭყინტის„ გასაცნობად? 

როგორც ირკვევა, ზოოპარკში ნამატია. ბერბერულ მაკაკებს ახალი ნაშიერი ჰყავთ.

ჭყინტიო?! ჭყინტი კი არა, ბერბერული მაკაკების ღვაწლმოსილი ოჯახის ღირსეული შთამომავალია.

ხითხითა და მსუქანა არაა, ცოტა ჭინკასაც ჰგავს, მაგრამ საყვარელია ძალიან. 

მამის გამომეტყველებაც არ გამოგრჩეთ, გეთაყვა - ცალსახად კმაყოფილია საკუთარი „შედევრით“, - წერს სოციალურ ქსელში ზოოპარკის ადმინისტრაცია.