ლანჩხუთში აზერბაიჯანის 6 მოქალაქე ავარიაში მოყვა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

22:40 07-11-2019
392

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანია დაშავებული.

მათ შორის ერთია ლანჩხუთელი, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

წყაროს თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, რევაზ კვერენჩხილაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„ჩვენთან შემოყვანილია 7 პაციენტი, მათ შორის ერთი ლანჩხუთელი ახალგაზრდაა, ხოლო 6 აზერბაიჯანის მოქალაქე. ტრამვები არის მცრე და საშუალო სიმძიმის. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნება მოტეხილობა. სხვა პაციენტებს მდგომარეობა ნორმალურია.“

 

ავტორი: ლაშა სარჯველაძე