წყალდიდობა, მეწყერი და მსხვერპლი - იაპონიაში სტიქიას ებრძვიან

12:00 07-05-2019

ხანგრძლივმა წვიმამ იაპონიის სამხრეთ ნაწილში დამანგრეველი სტიქია გამოიწვია. წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

სტიქიის ზონაში მოსახლეობის დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, არსებობს კიდევ რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

წყალდიდობამ და მეწყერმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები და დააზიანა საავტომობილო გზები. ცივილიზაციას მოწყდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

გასული წლის ივლისში, წვიმიან სეზონს იაპონიაში მასშტაბური სტიქია მოჰყვა. წყალდიდობამ და მეწყერმა 2018 წელს 155 ადამიანი იმსხვერპლა.