ავღანეთში თალიბებმა საარჩევნო კომისიის 8 წევრი მოკლეს

20:08 06-30-2019

ავღანეთში თალიბები საარჩევნო კომისიის წევრებს თავს დაესხნენ და 8 ადამიანი ადგილზე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, ინციდენტი დღეს ყანდაღარის პროვინციაში მოხდა.

ავღანეთში შეიარაღებული კონფლიქტი მე-18 წელია მიმდინარეობს.