“ძრო­ხის მო­სა­ძებ­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლი" - რა ვითარებაში დაიღუპა მამა-შვილი სენაკის მუნიციპალიტეტში

01:01 06-30-2019

მდი­ნა­რე ცივ­ში და­ღუ­პუ­ლი მამა-შვი­ლი ხვი­ჩა და მა­რი­ამ გა­ბეს­კი­რი­ე­ბი არი­ან. გარდაცვლილების ცხედ­რე­ბი სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ხარ­ბე­დი­ო­ში, მდინარე ცივ­ში მაშ­ვე­ლებ­მა, დღეს დი­ლით, იპო­ვეს. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.

სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზაურ ცი­ნა­ძემ ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მამა და 12 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნა სა­ქონ­ლის მო­სა­ძებ­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

ცი­ნა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვი მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ობ­და და მამა სწო­რედ მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და.

"რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის­გან ვიცი, ძრო­ხის მო­სა­ძებ­ნად იყ­ვნენ წა­სუ­ლი მან­ქა­ნით. სა­ღა­მოს სახ­ლში რომ არ მო­ვიდ­ნენ, ახ­ლობ­ლებ­მა და­ი­წყეს მათი ძებ­ნა. მდი­ნა­რის ნა­პი­რას იპო­ვეს ბავ­შვის ტან­საც­მე­ლი და მა­მის ნივ­თე­ბი - სან­თე­ბე­ლა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი."-იხსენებს ზურა ცინცაძე