ფოთელი მაშველის მიმართვა მოსახლეობას: ზღვაზე არ დაგინახოთ მოსული

11:39 06-29-2019
8331

ფოთის სანაპირო ზოლზე დილიდან 4 ბალიანი შტორმია და ზღვაში შესვლა კატეგორიულად იკრძალება.

ფოთელი მაშველი ამიკო ნანავა სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და საგანგებო პოსტს აქვეყნებს.


„სანამ საწვიმარს გავიხდი და ზღვაში შემოვალ, 40 მოგისწრებთ, ამიტომ ყველას გთხოვთ, სახლებში დარჩეთ და ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში საკუთარ სიცოცხლეს“ -წერს იგი.

სინოპტიკოსების პროგნოზით ამინდის გაუარესება 1 ივლისამდეა მოსალოდნელი.

ავტორი: თეა შონია