სად შეიძინა კენდალ ჯენერმა ქართველი დიზაინერის პერანგი

18:34 06-27-2019
1285

კარდაშიანების ცნობილი კლანის წარმომადგენელი, კენდალ ჯენერი ქართული ბრენდის სამოსით არაერთხელ გამოჩენილა. 23 წლის ამერიკელი მოდელი, ახლახან, კვლავ ქართველი დიზაინერის სამოსით დააფიქსირეს. თუ სად შეიძინა მან თაკო მექვაბიძის მწვანე პერანგი, ამაზე ქართველი დიზაინერი „პრაიმტაიმს“ თავად უყვება.

თაკო მექვაბიძე: - სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე ამის შესახებ. გეტყვით, რომ თათა ქართველიშვილი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ქართველ დიზაინერებს აპიარებს და ამერიკაში მოღვაწე ვარსკვლავები მისგან იძენენ ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს. ძალიან გამიხარდა კენდალმა არჩევანი ჩემს სამოსზე რომ გააკეთა. ეს პერანგი ახალი, 2020 გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა. 

ეს თაკოსთვის პირველი შემთხვევა არ არის. მისი სამოსი სხვადასხვა წლებში ჩაუცვამთ მეისი გრეის, ნასტასია კინსკის, ანჯელა პეჯიკს... 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე