ნახეთ, როგორი იქნება დიღმის ჭალები - თბილისში ულამაზესი პარკი მოეწყობა (ფოტო+ვიდეო)

11:52 06-12-2019
4637

2020 წელს თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი შეემატება. დიღმის ჭალების პარკის მოწყობის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 851 039 ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება კი 28 ივნისიდან დაიწყება. 

სატენდერო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება.