ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ბზობა

საზოგადოება 1714166723

როგორი ამინდი იქნება ბზობას, 28 აპრილს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება ბზობას, 28 აპრილს საქართველოში. ამინდის განახლებულ პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს: სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.28 აპრილს, სითბოს ფონზე ცოტა გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 28-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო: 28-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დაშორება

ჰოროსკოპი 1714166321

ისინი ყველაფერს აზვიადებენ - 3 ყველაზე დრამატული ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებიც ყველაფერს აზვიადებენ და დრაქმატულად აღიქვამენ.1. კირჩხიბიკირჩხიბს არ ეშინია დაუკავშირდეს საკუთარ ემოციებს. თანაც, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ის პიროვნულად მიზანდასახულია, რაც შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ, ეს დადებითი თვისება, შესაძლოა უმიზნო კონკურენტუნარიანობაში გადაიზარდოს.ყოველთვის, როდესაც მისი ხასიათი „დრამატულ“ განწყობაზე გადავა, ის უბრალოდ ისტერიკულ პრინცესად (დიახ, მაშინაც კი, თუ ის მამაკაცია!) გადაიქცევა. ამ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მან უბრალოდ საწადელს ვერ მიაღწია, თუ მხოლოდ ემოციებითაა სავსე, კირჩხიბი უბრალოდ თავს კარგავს.ამ დროს, იდეალური გამოსავალი, მისი რეალობაში დაბრუნებაა. ხოლო თუ მოცემულ მომენტში შეუძლებელია, ჩვენი რჩევაა გაიქცეთ, თანაც, რაც შეიძლება შორს!2. ლომილომი არის საუკეთესო დრამის დედოფალი, ვინც კი ოდესმე დაბადებულა!მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ცხოვრებაში მაღალი სტანდარტები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იცის - ის უბრალოდ საუკეთესოს იმსახურებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ვნებიანობასა და დრამატულობას შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, ლომმა ამ დრომდე ვერ გაარკვია.მას შეუძლია გახდეს ამპარტავანი და ეგოისტური, თანაც იმ დონეზე, რომ სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენა საკუთარ თავს დაუკავშიროს! მაგრამ თუ იმას მისცემ, რაც მას სურს, ის დამშვიდდება... საბოლოოდ.3. მორიელისიტყვა „ვნება“ მორიელისთვის არის შექმნილი. თუმცა ეს გრძნობა, შეიძლება მრავალი ფორმით გამოვლინდეს...ჩვეულებრივ, ის ყველაზე მეტად სექსით და ცხოვრებისეული საიდუმლოებებით არის გატაცებული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ვნება, რაღაც უფრო მძიმე ფორმით ვლინდება. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს არ უკვირს, რომ ნერვიულობის დროს, მორიელი ცოტათი ემოციური და აგრესიული გახდება...დიახ, სწორედ მიხვდით - თუ ის გაბრაზებულია, ვინც მასთან ახლოსაა, უბრალოდ უნდა გარბოდეს. რადგან მისი ბრაზი გადაიქცევა რაღაც ზედმეტად დრამატულ და ძალადობრივ მოვლენად. მასთან მსჯელობას, ნამდვილად სჯობს უბრალოდ გაიქცეთ და გამოქვაბულში დაელოდოთ, თუ როდის გადაივლის ქარიშხალი.

თელასი

დედაქალაქი 1714166214

შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟინვალის, ლიახვის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, დემნა შენგელაიას, ხერგიანის, ხიმშიაშვილის, ნიკოლოზ შენგელაიას და მამკოდის  ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1714166062

ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8713 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა

გიო დიასა

ტაბლოიდი 1714164550

დიასას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ ხალხის რჩეული გახდა

მაყურებლის გადაწყვეტილებით, „პრაიმ ჰაუსში“ ხმის ლიდერი გიორგი დიასამიძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან მიყვარხართ, ყველაზე მაგრები ხართ,“ - იყო დიასას ემოციები.