ემოციური კადრები: გიორგი ჩაკვეტაძე დინამოს აკადემიას ესტუმრა

14:16 05-22-2019
33

საქართველოს ნაკრებისა ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში იმყოფება. ახალგაზრდა ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, რომელშიც გარკვეულწილად მისი ყოფილი კლუბიც ეხმარება.

საქართველოში ყოფნის ფარგლებში ჩაკვეტაძე დინამოს აკადემიასაც ესტუმრა და პატარა ფეხბურთელებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი სწორედ ამ აკადემიის აღზრდილია.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე