ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნატუკა გულისაშვილი

საზოგადოება 1714112520

VIDEO: „გადაჭრილ ვაგონში მეორადებს ვყიდდი, მიცნეს და მოვიტყუე ნატუკას და ვარ-მეთქი” – ნატუკა გულისაშვილი განვლილ სირთულეებზე

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი გადაცემის ,,ნიკოლოზის კითხვების” სტუმარია, რომლის ეთერშიც განვლილ გზაზე და ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს.მისი თქმით, არანაირი სამუშაო სათაკილო არ არის, რომელიც პატიოსნად არის შესრულებული.როგორც მსახიობი იხსენებს, იყო დრო, როდესაც მეორადების მაღაზიაში მუშაობდა და სალათებს აბარებდა.მაშინ როდესაც ის გამვლელმა იცნო, მოიტყუა, რომ არა ნატუკა გულისაშვილი, არამედ მისი და იყო.,,გადაჭრილ ვაგონში მეორადებს ვყიდდი, შემოვიდა მყიდველი და იკითხა: თქვენ მსახიობი არ ხართო?, მაშინ მოვიტყუე ნატუკას და ვარ-მეთქი. ჩავთვალე, რომ ჩემი იქ მუშაობა მსახიობის პროფესიას დააკნინებდა. ზოგადად ვთვლი, რომ პატიოსანი სამუშაო სათაკილო არ არის”, – ამბობს მსახიობი. 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალი 1714111889

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების  ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გლო

საზოგადოება 1714111864

“გლოვობს ბათუმი…” - 3 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

"იმიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 3 წლის ნოე ტარიელაძე.ტრაგედია დატრიალდა  ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის  ანგელოზი.... ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს."შოთო სიხარულიძე, ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ ბებოს იტალიაში, უდინეში  ოჯახსა და ახლობლებს.ეეჰ გული გამიჩერდა...საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა...როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!! გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ.მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.რა დანაშაული გვაქვს ამისთანა ღმერთი ასეთი რომ გვსჯის. ან რატომაა  ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს...მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ მშობლები... შენი ლამაზი სული ცაში გაფრინდა ანგელოზად იქეცი ,ხოლო შენს მშობლებს მარადიული ტკივილი დაუტოვე...ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი პატარა ნოეს უმანკო სპეტაკ სულს.გითანაგრძნობთ პირველრიგში დედ-მამას, როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.  პატარა ნოეს ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის  სამოთხის ანგელოზები.ემიგრანტებო დავმუნჯდი მე  ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ…ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ.....არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ......ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოეღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ..."-წერს შოთო სიხარულიძე.

ტესტი

ქვიზი 1714111200

აირჩიე საჩუქარი და გაიგე როგორი ხარ -  სახალისო ტესტი გოგონებისთვის

საყვარელ საჩუქრებს ბევრი რამის თქმა შეუძლია გოგონას ხასიათსა და ტემპერამენტზე. ეს ხასიათის ტესტი საოცრად ზუსტად გამოავლენს თქვენს პიროვნულ თვისებებს.აირჩიე ყველაზე სასურველი საჩუქარი სურათზე გამოსახულიდან და წაიკითხე როგორ გახასიათებს შენი არჩევანი.სუნამოქალები, რომლებსაც სურთ საჩუქრად კარგი სუნამო მიიღონ, თავისუფლებისმოყვარე და თვითკმარი ინდივიდები არიან. თქვენ ეძებთ პარტნიორს, რომელიც აითვისებს თქვენს უნიკალურობას, ვიდრე წაგართმევს თქვენს ინდივიდუალობას და თავისუფალ სულს. გჭირდება ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ისევე მიუდგება, როგორც შენ - ყველაფერს მოგცემს და არ შეეშინდება სირთულეების. ყოველდღიურ ცხოვრებაში აფასებთ პრაქტიკულობას, ორგანიზებულობას და პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილებას.ტკბილეულიგოგონები, რომლებსაც სურთ საჩუქრად ტკბილეული მიიღონ, რომანტიკულები არიან და ამავე დროს სამყაროს რეალისტური ხედვა აქვთ. მლიქვნელობასა და ლამაზ კომპლიმენტებს არ სწყალობთ და ასევე კარგი ხართ არაგულწრფელი ადამიანების ამოცნობაში. მოქმედებები შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვები.ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ თავი დაცულად იგრძნოთ ზეწოლის გარეშე  გინდათ, რომ თქვენი შეყვარებული იყოს ის, ვისთან ერთადაც დივანზე მოკალათდებით და პარასკევს საღამოს კინომარათონებს მოაწყობთ.ყვავილებითქვენ ხართ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მოწყენილობა. თქვენ ეძებთ პარტნიორს, რომელიც არ დაელოდება განსაკუთრებულ შემთხვევას, როგორიცაა წლისთავი ან დაბადების დღე, რომ რაიმე გაჩუქოთ. თქვენს რჩეულს უნდა შეეძლოს სიურპრიზების გაკეთება და ცხოვრების თავგადასავლად გადაქცევა.თქვენ ოცნებობთ იმაზე, რომ თქვენი მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს თქვენი მოგზაურობის მეგობარი, რომელთანაც შეგიძლიათ დაგეგმოთ სპონტანური მოგზაურობები შაბათ-კვირას ან გაატაროთ ზაფხული საზღვარგარეთ ახალი ქვეყნების შესასწავლად. თუ სახლში ატარებთ დროს, აუცილებლად გამოგადგებათ საერთო საინტერესო ჰობი.სამკაულებიგოგონები, რომლებსაც უყვართ სამკაულების საჩუქრად მიღება, აფასებენ ყურადღებას და ზრუნვას. თქვენ ეძებთ ადამიანს, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ სცადოთ უახლესი და მოდური ადგილები და რომელმაც იცის როგორ გაატაროს დრო. დღის ბოლოს, გსურს ადამიანი, რომელიც მოგექცევა ისე, როგორც იმსახურებ.გარდერობის ნივთებითქვენ ხართ ერუდირებული, პრინციპული გოგონა, არატრადიციული აზროვნებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პარტნიორი იყოს თქვენი თანაბარი ინტელექტის და გულწრფელი კომუნიკაციაში. თქვენ ასევე იზიდავთ მათ, ვისაც აქვს საკუთარი მოსაზრება გარკვეულ საკითხებზე და არ განიცდის ბრბოს გავლენას.

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი 1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)