აუდიტი: ცაგერის უფუნქციო სპორტდარბაზზე 2,6 მილიონი დაიხარჯა

13:38 03-04-2019
39

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელის ხარჯმაც 2,6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა კვლავ დაუსრულებელია.

''სახელმწიფომ გასწია 2.6 მილიონ ლარზე მეტი ხარჯი, შენობა დაუსრულებელია და არ არის დატვირთული ფუნქციურად'', - წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში

ამასთან, აუდიტის ინფორმაციით მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს დაუდასტურა შეუსრულებელი სამუშაოები და დიდი ოდენობით თანხები ზედმეტად აუნაზღაურა.

იმის გამო, რომ მშენებლობა დაუსრულებელია, კლიმატური პირობების ზეგავლენით ზიანდება შენობის შიდა კედლები, იატაკი და ჭერი.