მორიგი სკანდალი "საქართველოს ვარსკვლავის" გარშემო - ,,მხოლოდ ფანდური” უნდა ერქვას

20:58 02-17-2019
7898

 "საქართველოს ვარსკვლავი" კი არა, "მხოლოდ ფანდური" უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს,- ამის შესახებ ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი,ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

,,მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. "საქართველოს ვარსკვლავი" კი არა, "მხოლოდ ფანდური" უნდა ერქვას ამ სასტიკ სობანძეს.

ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ Nodar Meladze გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%იანი კატასტროფა.

ps ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯერებ  , რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის,"- წერს გვარამია.

,,რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს   „ნოვა ფროდაქშენზის“ საერთაშორისო პროექტების მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსი სალომე ლილუაშვილი გამოეხმაურა.
რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი,პროექტის მნიშვნელობას ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

,,ქვეყნის მთავარი გურმანისგან, მთავარი მუსიკალური ექსპერტისა და მთავარი არხის დირექტორისგან დიდი კომპლიმენტი მივიღე "საქართველოს ვარსკვლავის" გაყიდვებთან დაკავშირებით. 
დიახ, "ნოვა ფროდაქშენზი"კომერციული კომპანიაა. დიახ, ყველა ჩვენი პროექტი, რომელსაც სხვადასხვა არხზე ვაკეთებდით და ვაკეთებთ, ყველაზე გაყიდვადია. ფინანსური შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული- პროექტების ხარისხზე, ჩვენი კომპანიისადმი ნდობაზე და ბუნებრივია, ჩემს შესანიშნავ უნარებზეც
დიახ, პირველი არხისთვის ჩვენმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა.მოულოდნელად მაღალი გაყიდვების თვალსაზრისით და ამით ნამდვილად ვამაყობთ. 
ვამაყობთ იმითაც, რომ პროექტების "რუსთავი2"-დან "იმედზე" გაკეთების შემდეგ, გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების ღირებულება შევინარჩუნეთ და დიდი კონკურენციისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის პირობებში,  გაყიდვების რეკორდულად მაღალი შედეგი დავდეთ. 
რაც ეხება დაკოპირებას. მთავარი ოთახი, ემოციებისა თუ რეპეტიციის ოთახი, ინტერნეტითახი და სხვა სახის კონტენტში ინტეგრირებული მომსახურება - ეს შოუს კომერციალიზებული ელემენტებია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მიერ იქმნებოდა და მკვიდრდებოდა. ბოლოს, იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ დავამატეთ სრულიად ახალი, სტუმრების ოთახი, რომელიც კომერციულად ასევე გამართლებული იყო. ჰოდა, გაყიდვებისა და ბრენდირების სქემა სრულად გადაკოპირებული და უცვლელად შენარჩუნებულია "მხოლოდ ქართულსა" და სხვა პროექტებში.
იგივე მოხდა პირველ არხზეც - მაღალი დაკვეთის გამო კიდევ ერთი, "მუსიკალური ექსპერტების ოთახი" გაჩნდა. სულ მალე ახალ პროექტებს ვიწყებთ, ახალი კომერციული სქემებით. 
რაც ეხება პარტნიორ კომპანიებს - ვწუხვარ, რომ პირადი ანგარიშსწორების გამო, რ2-ის დირექტორმა თქვენი კომპანიების რეპუტაციას ზიანი მიაყენა. 
კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისა და თანამშრომლობისთვის,"- წერს სალომე ლილუაშვილი.