ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომის გამართვის თარიღი ცნობილია

19:19 02-14-2019
57

ცოტა ხნის წინ, ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურმა „facebook“ გვერდმა პრეზიდიუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ქართული ჭიდაობის მმართველი ორგანოს განცხადებით პრეზიდიუმის სხდომა 23 თებერვალს, ვაკის ფალავანთა კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზში 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდიუმი 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელებს და სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა გეგა გეგეშიძე პრეზიდენტის თანამდებობას.