ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი დაიწერეს

17:32 11-11-2018
218

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ჯვარი დაიწერა.  ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. ბერას რჩეული, მოდელი, ნანუკა გუდავაძეა.

საეკლესიო ცერემონია, რიგითი პირებისთვის დახურული იყო, ტაძარში ჯვრისწერამდე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

მანამდე, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის პატრიარქთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. სადაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს, ოჯახის ბედნიერება უსურვა და ახლადდაქორწინებულები დალოცა. ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის და ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.