ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონს დაუჩოქა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონს დაუჩოქა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი მიმდინარეობს, სადაც 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

სტუმრებისთვის განკუთვნილ წითელ ხალიჩაზე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს მიეგება და ცალ მუხლზე დაუჩოქა.

„ედი, შეჩერდი!“ - წამოიძახა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ ვიდეო ↓

 

 

მოგვიანებით მელონიმ იუმორნარევი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რამას უბრალოდ სურდა "მისი სიმაღლის ყოფილიყო".