„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
გარდაიცვალა ბაიკერი ჯაბა ჯიბლაძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ბათუმი... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ... გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლად შესვენებული ჯაბა. ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... სიყვარული ბიჭი!“, - წერს შოთო სიხარულიძე.
„თხოვნაა, ვისაც შეგიძლიათ, ბაიკერებით მოხვიდეთ გასაცილებლად. გასვენება შაბათს, 2 საათზე. მისამართი: წმინდა სევერიან აჭარელის 23“, - წერენ ბათუმის ერთ-ერთ ჯგუფში.
როგორც პოსტის კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა.