არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
მტკვარში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა ამ დილით იპოვეს და წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრის ცხედარია ნაპოვნი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი უტა ელიავაა. უტას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპული ბიჭის მეუღლე, გვანცა გოროზია, სოციალურ ქსელში ქმრის ბოლო შეტყობინებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამ დილით იპოვეს.
მესამე დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.
ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.