„ჯაჭვით იყო დაბმული და ძაღლის გალიაში ცხოვრობდა…“ - დააკავეს მშობლები, რომლებსაც ბავშვი დატყვევებული ჰყავდათ

ლენტი

ნიუ ჯერსიში 18 წლის გოგონას დედა და მამინაცვალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მოზარდმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ტყვედ იყო აყვანილი. იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

ბავშვი დატყვევებული წლების განმავლობაში იმყოფებოდა.

„ის მეექვსე კლასში სკოლიდან გაიყვანეს და სახლში გამოკეტეს. მან განაცხადა, რომ ამის შემდეგ მალევე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იძულებული გახდა ძაღლის გალიაში ეცხოვრა და პერიოდულად გაუშვებდნენ ხოლმე“, - ნათქვამია პოსტში.

პოლიციის განცხადებით, „მსხვერპლმა განაცხადა, რომ მოგვიანებით იძულებული გახდა, ჯაჭვით შეკრული სააბაზანოში ეცხოვრა. მან განაცხადა, რომ ოჯახის წევრების მიერ საცხოვრებელში მისვლისას სააბაზანოდან გაუშვებდნენ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა დროს სავარაუდო მსხვერპლი „იძულებული იყო, ცარიელ ოთახში ეცხოვრა, სადაც ტუალეტის ნაცვლად მხოლოდ ვედრო იყო გამოსაყენებელი“. ოთახში, სადაც ის იმყოფებოდა, „იყო სიგნალიზაციის სისტემა, რომელიც სპენსერსს და მოსლის გაფრთხილებას აძლევდა, თუ ის გასვლას შეეცდებოდა“. თინეიჯერმა განაცხადა, რომ მას ქამრით სცემდნენ და, სავარაუდოდ, სექსუალურად ძალადობდნენ.

განცხადებაში ნათქვამია: „ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ის სახლიდან 2025 წლის 8 მაისს, ხუთშაბათს, არ გაიქცა, რაშიც მეზობელი დაეხმარა. მოგვიანებით მან ძალადობის შესახებ განაცხადა, რის შესახებაც სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინეს“.

როგორც გაირკვა, სახლაი მეორე გოგონაც ცხოვრობდა და სკოლააი არც ის დადიოდა. ქალი ამ ბავშვების დედა იყო, მამაკაცი კი მათი მამინაცვალი.

პოლიციის უფროსმა ამას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი საქმე“, რაც კი „ოდესმე შეხვედრია“.